ქართული: ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II) მღვიმისა და მისგან გადმომავალი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.
მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობა, 707 მეტრი ზღვის დონიდან.
to share – to copy, distribute and transmit the work
to remix – to adapt the work
Under the following conditions:
attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.